,,ჰამასი" უარს ამბობს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების წინადადებაზე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შესთავაზა - BBC

ჰამასი

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასი" უარს ამბობს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადებაზე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა შესთავაზა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანულ მედიასთან საუბრის დროს" ჰამასის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინადადება არ აკმაყოფილებს მათ ძირითად მოთხოვნებს.

მანამდე, იგივე საკითხზე თეთრი სახლის პრესმდივანმა მედიასთან ისაუბრა. კაროლინ ლევიტის თქმით, ისრაელი დათანხმდა ვიტკოფის გეგმას და "ჰამასის" ოფიციალურ პასუხს ელოდება.