24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
ხათუნა კოტრიკაძის გარდაცვალებამ გული ატკინა ყველას, ვისთვისაც 70-იანი წლების ქართული კინო ძვირფასია და ვინც განსხვავებული, ევროპული გარეგნობის ჟღალი გოგონა შეიყვარა. თვალებში ჭინკებით, თბილ-ანცად მომღიმარი ხათუნა, „მამის მკვლელი“ ეკას და მოტაცებული თამარ ქალის სახით ჩარჩა მაყურებლის მეხსიერებაში. თუმცა პირველი როლი 15 წლის ასაკში ითამაშა; საინტერესო გარეგნობის მოზარდი სოსო ჩხაიძემ „მეთხუთმეტე გაზაფხულში“ გადაიღო.
მისი თაობის ახალგაზრდების მომხიბვლელი კუმირი, ორიოდ ფილმის შემდეგ ეკრანიდან გაუჩინარდა. ხათუნა კოტრიკაძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის, მეკარე დავით გოგიას მეუღლე გახდა. მაშინ 17 წლის იყო, უკვე უზომოდ პოპულარული.
დათო მსახიობის მამის, ფეხბურთელ ალიოშა კოტრიკაძის მოწაფე ყოფილა. წყვილსაც კოტრიკაძეების სახლში გაუცნია ერთმანეთი. მოგვიანებით სიდედრი სიძის მისამართით პრესასთან იტყვის, რომ ხათუნას კინოზე ქმარმა ათქმევინა უარი და რომ პოპულარული ცოლის მიმართ გამოჩენილი საზოგადოების ყურადღება, გოგიას არ სიამოვნებდა...
ამომავალი ვარსკვლავის ცხოვრება დიასახლისობამ შეცვალა. სოფელ დიღომში დასახლდა, მეურნეობას მიჰყო ხელი და როგორც ნანული ნიშნიანიძე "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰყვებოდა, მის ქალიშვილს ძროხები ჰყავდა, ყველს და მაწონს ამზადებდა და არეულ 90-იან წლებში, პროდუქტით ახლობლებს ამარაგებდა. ხათუნა პროფესიით ბიოლოგი იყო, ცხოველებს ოპერაციასაც უკეთებდა, თუმცა არც სამედიცინო სფეროში დარჩენილა...
მოკლედ, ხათუნა აღარსად გამოჩენილა, არც ეკრანზე, არც ბომონდურ შეკრებებზე. თუმცა ძალზე პოპულარული მსახიობი მაყურებელს მუდმივად ახსოვდა და მისით ინტერესდებოდა. პრესის ინტერვიუებზე უარს ამბობდა, ვერც ტელე შოუების პროდიუსერებმა დაიყოლიეს ეკრანზე გამოსაჩენად. დიდი ინტერესისა და შემაწუხებელი თხოვნის მიუხედავად, ცივი უარით ისტუმრებდა ყველას...
„ასეთი საფერებელი და გასანებივრებელი ქალი, უბრალო დიასახლისად არ უნდა ქცეულიყო“ - ამოვიკითხე ფეისბუქზე, ხათუნას ფოტოს ქვეშ, კომენტარად. ასეა... მას კიდევ უნდა გაებრწყინა, „ასაკშიც“ და თანაც, არა ერთხელ...
68 წლის მსახიობი მძიმე სენს ებრძოდაო, სოციალურ ქსელში დაიწერა. მამაც 69 წლის ასაკში, ყელის სიმსივნით გარდაცვლია.
1971 წელს გადაღებულ ფილმში - „მოიტაცეს თამარ ქალი“ ხათუნას პარტნიორის, დათოს როლში გია ავალიშვილია. ავალიშვილი მიშა კობახიძის აღმოჩენაა. ის პირველად „ქოლგაში“ გამოჩნდა. შემდეგ კი, ლეილა გორდელაძემ, ექთან თამრიკოზე შეყვარებული გმირის თავგადასავალში გახვია. ფილმი ისეთივე მხიარული საყურებელია, როგორც ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი"... თან გენიალური გოგი ცაბაძის სიმღერებს მღერი და თან სახალისო ისტორიებში გახლართულ გმირებს გულშემატკივრობ.
80 წლის გია ავალიშვილმა ჩვენგან გაიგო ეს სამწუხარო ამბავი... ძალიან ეწყინა. ბევრი ვერც ვერაფერი თქვა; ამ ფილმის გადაღების შემდეგ აღარსად შევხვედრივარო. თუმცა იმ ბედნიერი პერიოდის გახსენებამ, სევდიანი ღიმილი მოგვარა...
გია ავალიშვილი: რა მითხარით?! გული დამწყდა...
ხათუნა გადაღების შემდეგ აღარ მინახავს, გაქრა ჩემი თვალსაწიერიდან.
„მოიტაცეს თამარ ქალის“ გადამღები ჯგუფი იყო ძალიან კარგი, მობილური, ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულე. ყველა პატივს ვცემდით ერთმანეთს. ხათუნა პატარა იყო, სკოლას ამთავრებდა იმ დროს. მე 27 წლის ვიყავი. ყველა ვუფრთხილდებოდით. დედა ახლდა გადაღებებზე, ერთ ოჯახად ვიყავით მთელი ჯგუფი.
შინაგანად ძალიან კარგი ადამიანი იყო...
ახლა მახსენდება ფილმში ხიდზე რომ მოდის... მოკლედ... ყველანაირად შემკობილი იყო.
ძალიან კარგად მახსენდება ამ ფილმის გადაღება თავისი შეკრული ჯგუფით.
ცუდი ამბავი მითხარით, გული მეტკინა. ჩემი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს იქ, სადაც მიდის, სასუფეველში...
ხათუნა კოტრიკაძე 15 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა...
ასევე დაგაინტერესებთ: