„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ჩინეთში, მდინარე იანძიში წყლის დონის დაწევის შედეგად ჩაძირული კუნძული გამოჩნდა, რომელზეც 3 ბუდისტური ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ჩონქინში მოხდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებები 600 წლისა და ისინი მინისა და ქინის დინასტიის მმართველობის დროს შეიქმნა.
იანძის წყლის დონემ ჩინეთში გვალვისა და სიცხის გამო იკლო. ივლისის შემდეგ იანძის აუზში ნალექის დონ ნორმაზე 45%-ით დაბალია.