"სისხლიანი პალტო მეცვა წითელ პარასკევსა" - ბესიკ ხარანაული

xaranauli

ბესიკ ხარანაული წითელ პარასკევს, ფეისბუქზე, თავის ლექსს აქვეყნებს. პოეტმა ლექსი ოთხი წლის წინ დაწერა და როგორც მისთვის არის ჩვეული, სათქმელს, პირდაპირაც ამბობს და ქვეტექსტებითაც...

სისხლიანი პალტო მეცვა, წითელ პარასკევსა

"მზე ფანჯარას მოდგომოდა, პირი უჩნდა დღესა,გამიხარდა, მივეგებე ნათელს, კარის მღესა _სისხლიანი ლანდი იდგა წითელ პარასკევსა.ვთქვი, ავდგები, გზაზე გავალ, რას ველოდო დღესა,შევიმოსავ, რაც მემოსა იმავ სამოსელსა _სისხლიანი პალტო მეცვა, წითელ პარასკევსა.ტალახიანს მირჩევნია სისხლიანი მყვესა,ასე ყოფნას მირჩევნია ტანჯვა შემემთხვესა _გარეთ ლანდი რომ მელოდა, წითელ პარასკევსა..."