ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
თეატრისა და კინოს მსახიობს, ნუგზარ შარიას თბილისში, 6 დეკემბერს, მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის სამშობლოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, მისმა შვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზურაბ შარიამ „პრაიმტაიმს“ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, ნუგზარ შარიას მიუნხენიდან თბილისში, 4 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 4 და 5 დეკემბერს, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, მახათას მთაზე, ახალ პანთეონში გაიმართება.
ნუგზარ შარია 2 დღის წინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830