„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

misha

ადრე წავიდა, 61 წლის ასაკში, გულმა უღალატა... მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად გვითხრა, ბევრს ვეწევი, ხშირად ვიღლებიო.

სპექტაკლში თუ ფილმში, სადაც ნახავდით, თავს ადვილად გამახსოვრებდათ; 

მეგობარი და კოლეგა ალეკო მახარობლიშვილი "პრაიმტაიმთან" მიშას იხსენებს;

ალეკო მახარობლიშვილი: ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ მიშა აღარ არის, თუმცა ძალიან მიჭირს მიშას გარეშე ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ბევრს ვბუტიაობდით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი; ვერ ვპატიობდით პატარ-პატარა შეცდომებს და გადაცდომებს; 

დღე და ღამე ერთად ვიყავით, განსაკუთრებით გადაღების პერიოდში, "ყავას და ლუდის" დროს, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა კიდეც, წასვლას რომ ვერ ვასწრებდით; ადვილად ასატანი ტიპი იყო, მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე მიშას ჰქონდა; რაღაცებს ვერ ვეგუებოდით ერთმანეთისას, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით; 

ერთად მუშაობა არ გვიჭირდა, თავს კარგად ვგრძნობდით და ერთი გამოხედვით ზეპირად ვიცოდით და ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა;

ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამას სწორედ მაშინ მივხვდი, როდესაც ის აღარ არის; მე და ზურა ყიფშიძე შეხვედრისას სულ ვიხსენებთ მიშას და მასთან დაკავშირებულ ამბებს; ორივე ვხვდებით, რომ ძალიან გვენატრება და ვხვდებით, რომ ძალიან ადრე იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა; 

მესიზმრება ხოლმე, მაგრამ მე ყველა გარდაცვლილი მესიზმრება თუკი ვინმე მყავს, ბებია-ბაბუადან დაწყებული; ღამე გარდაცვლილებთან ერთად ვარ; რომელიმე მიცვალებული რომ არ დამესიზმროს, უფრო განვიცდი, რატომ დამივიწყეს-მეთქი;

მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე;

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე

"რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება" - ტარიელ ხარხელაური ცისფერთვალებიან მუზაზე

"თემურის გარდაცვალების შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ…" - რას გვიმხელს მაკა მახარაძე ნანი ჩიქვინიძესთან ურთიერთობაზე