1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
"MEZZO"-ს 25-ე საიუბილეო გალა კონცერტზე, პარიზში, ჩვენი ვუნდერკინდის ცოტნე ზედგინიძის წარმდგენი ლეგენდარული დანიელ ბარემბოიმი გახლდათ.
ღონისძიება სწორედ ცოტნემ გახსნა და უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნაწარმოებით წარდგა.
მუსიკოსი თავის მუსიკალურ პედაგოგთან, ნინო მამრაძესთან ერთად, თავად ტელეკომპანია „Mezzo“-ს აღმასრულებელ დირექტორ ჰერვე ბოისიერის მიერ იქნა მიწვეული.
"ალბათ, ვერც ხვდება ბევრი ეს რას ნიშნავს...
ასე მოგვიკიდა ამ პატარა ბიჭუნამ და დაგვატარებს მსოფლიოს კარდაკარ მისი ქვეყნის სასახელოდ. ჯერ სად ვართ, ეს სასწაულებს მოგვასწრებს. ისეთებს, წიგნებში რომ წაგვიკითხავს და ფილმებში რომ გვინახავს.
სხვათა შორის, ნაპოლებზე და ვატიკანებზე ნაკლები სულაც არაა, თან მარტოა, ერთადერთი" - წერს ჟურნალისტი თამარ გოგელიძე.
ცოტნეს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი მუსიკოსზე სიახლესაც გვატყობინებს.
"მინდა ერთი სიახლეც გავამხილო - პარიზიდან ჩვენი ცოტნე გაემგზავრება დიდ ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, სადაც 30 მარტს, ცოტნე მონაწილეობას მიიღებს ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაგეგმილ დახურულ მასტერკლასებში. ალბათ, განმარტებას არ საჭიროებს, თუ რა მნიშვნელობის შესაძლებლობაა ეს ჩვენი ცოტნესთვის" - წერს ფეისბუქზე კაიკაციშვილი.