ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა თვითმხილველების თვალწინ დაწვა

მკვლელობა თერჯოლაში

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი წაუკიდა

ის მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქალი 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილია. აფეთქების გამო მაღაზიაში მინები დაიმსხვრა.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.