ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
თელავში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული და გადაუდებელი დახმარება უტარდება
ცნობილია, რომ მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ანტიკვარიატის მაღაზიას ფლობს, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის ბიზნესს, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო სამუშაოებს ატარებს.