პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ქარელში, მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი შსს-ს ორი თანამშრომელი დაჭრა
1754630054
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, დაშავებულია სამი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„აფეთქების ხმა გავიგე. დაშავებულიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.