გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 3 ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.