რა ხდება ამ წუთებში „დირსის“ დასახლებაში, სადაც ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის არასრულწლოვანი

dirsi

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ისანში, "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში სისხლიანი გარჩევა რამდენიმე წუთის წინ ოთხი ადგილობრივის დაჭრით დასრულდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი - 17 წლის ბიჭია.

როგორც თვითმხილველმა "პრაიმტაიმს" უთხრა, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, დაჭრილები არიან მამა, მისი ორი შვილი და გამშველებელი. 

მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი სავარაუდოდ, თავდამსხმელი მამაკაცის მხრიდან დაჭრილების მისამართით დამამცირებელი რეპლიკა გახდა. 

ადგილზე მობილიზიებულია სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

"სისხლის გუბეები დგას, საშინელება ხდება. ჩხუბი მეზობლებს შორის მოხდა, დაჭრილია ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა, ორი შვილი და კიდევ ერთი მათი მეზობელი, გამშველებელი. 

სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ამ მამაკაცის მიმართ დამამცირებელი რეპლიკა გახდა. ყვიროდა როგორ გამჭორე და დამამცირეო. საშინელება იყო. ოთხივე მუცლის არეშია დაჭრილი. " - ამბობს თვითმხილველი. 

"პრაიმტაიმი" მომხდარზე დამატებით დეტალებს არკვევს.