მარია პეტროვას საქმე: პედაგოგი, რომელიც დღისით სკოლაში ასწავლიდა, საღამოს კი მსხვერპლ მამაკაცებზე „ნადირობდა“

petrova

მარია პეტროვა დაიბადა 1978 წელს. გოგონას მამა გამუდმებით სვამდა და სცემდა შვილებსაც და მეუღლესაც: როცა მაშა ოთხი წლის იყო, მის თვალწინ, კაცმა ცოლს ისე სცემა, რომ ქალმა ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა. ეს იყო ყველაზე საშინელი შვიდი დღე ბავშვის ცხოვრებაში: პატარა მაშამ მთელი ეს დრო ბინაში გაატარა ალკოჰოლიკთან, რომელიც აგრძელებდა არყის სმას.

ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას მარია ცურვაზე დადიოდა, მაგრამ გოგონას არასოდეს გაუკეთებია სპორტული კარიერა - მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა გააუპატიურა, მიატოვა გაკვეთილები. თუმცა, მაშამ მოახერხა სპორტის შეყვარება და ამიტომ გახდა მწვრთნელი. 2000 წელს პეტროვა დაიქირავეს მოსკოვის ელექტრონული ტექნოლოგიების კოლეჯში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.

იქ მარიას კარგად ახასიათებდნენ – ითვლებოდა პასუხისგებლიან, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ მასწავლებლად, რომელსაც უყვარს თავისი საქმე. ტექნიკუმში პეტროვამ შექმნა კეტბელების ამწევი განყოფილება, სადაც ბევრი სტუდენტი სიამოვნებით დადიოდა. მოსწავლეები პატივს სცემდნენ მასწავლებელს, მაგრამ ხანდახან იცინოდნენ: „კვადრატული“ და დაკუნთული პეტროვა კაბებში, რომლებსაც სამსახურის შემდეგ იცვამდა,  სასაცილოდ გამოიყურებოდა და საერთოდ არ იცოდა მათი ტარება.

მოგვიანებით ყველა იხსენებდა: მარია ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. მას ცხოვრებაში არც კი ამოუღია ხმა სტუდენტებზე - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გოგონას შეეძლო ცივსისხლიანად გამოეჭრა ადამიანისთვის ყელი.

მარიამ პირველად 2002 წელს მოკლა. მას წინასწარ არაფერი დაუგეგმავს - ჩვეულებისამებრ, საღამოს სარბენად წავიდა, ჩვევის გამო, თან წაიღო დანა თავდაცვისთვის. როდესაც მან უკვე დაასრულა ვარჯიში და ნელი ნაბიჯით მიდიოდა ტროტუარზე, მთვრალმა უცნობმა ხელზე ხელი სტაცა და თან შეაგინა. 

თავად პეტროვა ვერც მიხვდა,  როგორ მოხდა ეს: მან ამოიღო იარაღი და ყელში ჩაარტყა ბიჭს, ხოლო როდესაც ის დაეცა, მან სახეში წიხლები დაუშინა. მან ეს გააკეთა გამვლელების თვალწინ, მაგრამ ისინი არ ჩარეულან „მთვრალ დაპირისპირებაში“. დამშვიდების შემდეგ, მარია მშვიდად დაბრუნდა სახლში, გარეცხა ტანსაცმელი, დაიბანა, დანა გარეცხა და განაგრძო ცხოვრება.

მხოლოდ ერთი რამ იყო ახალი: ახლა საღამოობით გოგონა დადიოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდა და  სხვა მსხვერპლს ეძებდა. როდესაც სამსახურში მოხუცმა მასწავლებელმა პეტროვას შეურაცხყოფა დაიწყო, ის აედევნა კოლეგას და მოკლა 60 წლის პენსიონერი. შემდეგ მარიამ თქვა, რომ მას უბრალოდ სურდა, ვინმესთავის ეტკინა, ვინც მას მოძალადეს გაახსენებდა.

პეტროვა „ნადირობდა“ თვე-ნახევარი. ამ ხნის განმავლობაში მან მოკლა ორი მამაკაცი, ოთხი კი გადარჩა. მათი წყალობით მარია დაიჭირეს: მეზობელმა გოგონა ამოიცნო. პოლიცია რომ მოვიდა, მან არ უარყო და დეტალურად უამბო, სად და როდის დაესხა თავს ხალხს.

დაღუპულთა ნათესავები იმედოვნებდნენ, რომ მარიას მიუსჯიდნენ სამუდამო პატიმრობას და ძალიან იმედგაცრუებული დარჩნენ განაჩენით: პეტროვა გაგზავნეს იძულებით მკურნალობაზე. ქალი კლინიკაში 20 წელია იმყოფება და ჯერჯერობით ექიმები მის გათავისუფლებას არ გეგმავენ.