„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
მკვლელობა ლაგოდეხში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ყოფილი მეუღლე გაგუდა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირება მოაწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ეჭვიანობას ასახელებს. გარდაცვლილს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.