კიევში „კანონიერი ქურდი“ და ბანდის წევრები დააკავეს - საქმეში ქართველი „ავტორიტეტებიც“ ფიგურირებენ

უკრაინა

კრიმინალური ავტორიტეტი და ბანდის წევრები, რომლებიც უკრაინელების ქვეყნის გარეთ უკანონო გადაყვანის ორგანიზატორები იყვნენ, პოლიციამ კიევში დააკავა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.
გამომძიებლების თქმით, უკრაინის დედაქალაქში კრიმინალურმა კლანებმა მოაწყვეს რამდენიმე შეხვედრა, რომლებზეც განიხილეს საკითხები ბანდების გავლენის სფეროების შესახებ, ასევე, საზღვრის უკანონო გადაკვეთიდან მიღებული მოგების წილების შესახებ. მათ პირობა დადეს, რომ შემოსავლის ნაწილს საერთო ფონდში (ე.წ. ობშიაკში) შეიტანდნენ.
რა თქმა უნდა, უკრაინის უშიშროების ძალებმა ამ ჯაჭვის „რგოლების“ სახელები საიდუმლოდ დატოვეს, მაგრამ თქვეს, რომ შეხვედრებზე იყვნენ მიწვეული კანონიერი ქურდები კუცუ (გეორგი ლობჟანიძე) და ლავასოგლი ბათუმსკი (მინდია გორაძე). ადგილობრივმა საზოგადოებამ და მედიამ შეიტყო, რომ ბრალდებულებს შორის არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, საშა ობოლონსკი, შკაფი, შკაფ უმცროსი და პრინცი. ისინი ყველა წარმოადგენენ სხვადასხვა კრიმინალურ კლანებს.

ჩხრეკის დროს უშიშროების ძალებმა ამოიღეს 70 000 დოლარი, იარაღი, საბრძოლო მასალა, ასევე სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების, სამთავრობო ხელისუფლებისა და მედიის ყალბი პირადობის მოწმობები.

პ.ს. მოთხოვნა ყოველთვის ქმნის მიწოდებას და უკრაინიდან უკანონო გამგზავრება ახლა უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე, მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის გამო. მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10-მდე ადამიანი ცდილობდა ქვეყნის უკანონოდ დატოვებას. ამის გამო მესაზღვრეები უკრაინელებზე წუხდნენ და აფრთხილებდნენ, რომ შსაძლოა, დათვების მსხვერპლი გამხდარიყვნენ რუმინეთისკენ მიმავალ გზაზე, რადგან გზა გადის მაღალმთიანეთში და მტაცებლებს იზიდავს საკვების სუნი, რომელიც თან მიჰქონდათ მიგრანტებს.