ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ დაადასტურა, რომ უკრაინა და აშშ პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის, შეხვედრის მოსამზადებლად მუშაობენ.
მისივე თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის გარდა, დაგეგმილია მრავალი სხვა ღონისძიებაც, მათ შორის შეხვედრები აშშ-ის კონგრესის, ბიზნესწრეებისა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები უკრაინელი საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ამჟამად გუნდები ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობაზე და მის შინაარსზე, რათა ეს შეხვედრა მაქსიმალურად შინაარსიანი იყოს“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატები დაიწყება. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბრის მეორე ნახევარში ტრამპთან შეხვედრას იმედოვნებდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს დააყენებს.