ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში საზარელი მკვლელობა მოხდა. 73 წლის ქალი საკუთარმა მაზლმა სანადირო თოფით მოკლა. 83 წლის გიორგი გაბოძე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ადგილობრივები "კურიერთან" დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. სოფელში ამბობენ, რომ ხანდაზმულმა მამაკაცმა რძალი სადავო მიწის ნაკვეთის გამო მოკლა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.
პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის იარაღი და დანაშაულის სხვა მტკიცებულებები. სამართალდამცველებს ჩვენებებს აძლევენ მოკლულის და ბრალდებულის ოჯახის წევრებიც.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 83 წლის გიორგი გაბოძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634