„20 ტყვიით ჩაცხრილეს ავტომობილში“ - რას ამბობენ ადგილობრივები სასტიკი მკვლელობის დეტალებზე

მკვლელობა გორში

განზარხ მკვლელობის ბრალდბით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული  გორში ავტოსამრეცხაოს ფლობს, მისი ბიზნესს კი ე.წ. კრიმინალური სამყარო არეკეტებდა და ფულს სისტემატურად სძალავდა.

საქმის გარჩევა კი გუშინ რკინიგზის დასახლებაში მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მოკლული ირაკლი კობერიძის ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს.