„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი აცხადებს და განმარტავს, რამდენად საშიშია მსოფლიოში გავრცელებული „მაიმუნის ყვავილი“.

“„მაიმუნის ყვავილი“, ჯერჯერობით არაფერი სანერვიულო, თუმცა მაინც კარგი იქნება თუკი 2020 წლის დასაწყისის შეცდომებს არ გავიმეორებთ და ამჟამად გამოთქმული ბევრი ვარაუდის გამო მოქმედებები არ დაგვიანდება.

კერძოდ კი, როდესაც ახალ საუბრობენ, რომ ვირუსის შეცვლის მტკიცებულება არ არის, ალბათ ეს ცოტა ნაადრევია რამეთუ, რეალურად არის მუტაციები ადრინდელი გენომებთან შედარებით - უბრალოდ არ ვიცით, რას ნიშნავს ისინი, მაგრამ ცვლილებას ვერ გამოვრიცხავთ.

ყველა საუბრობს, რომ დაავადება მსუბუქია, მაგრამ ალბათ არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ მას ან მის ახლობელს ის დაემართოს. მით უმეტეს, როცა შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ძალიან დაავადდეს. ამას ემატება მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობები და ფაქტი, რომ 40-50 წლამდე ადამიანები აღარ არიან ვაქცინირებული.

ახლანდელი შემთხვევები მართალია აჩვენებს, რომ ისინი დაკავშირებულია სექს-წვეულებებთან, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც სუპერგავრცელების ღონისძიება, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს დაავადება შეიძლება ყველას შეხვდეს ახლო კონტაქტისა თუ თუნდაც დაავადებულის ტანსაცმლის, დაინფიცირებული თეთრეულის თუ ზედაპირის შეხების შემდეგ.

არსებობს ვაქცინა, ეს ასეა, მაგრამ ეს ვაქცინა ცოცხალი ვირუსის ვაქცინაა და გარკვეული უკუჩვენებების გამო არ იყოს ყველასათვის გამოსაყენებელი. არსებობს ვაქცინის უფრო ახალი ვერსიაც, მაგრამ მისი გამოყენების ჩვენებები ჯერ კიდევ უნდა ზუსტად განისაზღვრო.

ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომ ეს არის ენდემური ვირუსი, რომელიც ცნობილია ბევრისთვის დიდი ხანია, ასეთი დიდი გავრცელება არაენდემურ კერებში ჯერ არასდროს გვინახავს.

მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ინფექციის შიში ახლავე, მაგრამ ალბათ კარგი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ კოვიდის გამოცდილებას და თავიდანვე იქნება გულწრფელი და გამჭვირვალე კომუნიკაცია, რაც ნდობისა და პატივისცემის გასაღებია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას.“ - აცხადებს წერეთელი.