არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები - დავით თელიას პასუხი

დავით თელია

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, თსსუ-ს პროფესორი დავით თელია საუბრობს იმუნურ სისტემაზე და განმარტავს, არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ასეთი პრეპარატი ბუნებაში არ არსებობს, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს და რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს და განსაკუთრებით ხდის მას სპეციფიკურს, ასეთი რამ გამორიცხულია. 

სამწუხაროდ, სავსეა ლიტერატურა და სოციალური ქსელები სხვადასხვა რეკომენდაციით, მინდა გითხრათ, დღეს მედიცინაში არსებობს ერთი მთავარი პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა მთელ მსოფლიოში - ესაა სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია. ჩვეულებრივ უფასო რესურსებში ძალიან რთულია ინფორმაციის მოძიება, აქ ხშირად ინტერესთა კონფლიქტებია გამოხარული და პაციენტებს სამწუხაროდ, სჯერათ. ზოგჯერ ასეთი საშუალებებეის გამოყენება უარეს შედეგებს იძლევა.

ერთადერთი საშუალება, იმუნური სისტემის მობიზლიაციის და მისი ნორმალური ფუნქციონირების გარანტიის გახლავთ ადამიანის ცხოვრების წესი. ესაა ნორმალური კვება, ნორმალური ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. 

თუ გვინდა, რომ იმუნური სისტემა იყოს ფორმაში, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბუნებაში ვიყოთ. ძალიან კარგია ცხოველებთან, ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა, ესეც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. არ არის საჭირო გამოკეტვა და შიში, რომ ინფექცია დაგვემართება. 

რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა ვარჯიშობს. მშობლები მოდიან ჩივილით, რომ მათი შვილები წელიწადში რამდენჯერმე ცივდებიან - მინდა დავამშვიდო, 6,7 და ზოგჯერ 8 ინფექცია ჩვეულებრივი სახადი ინფექცია მისაღებია. ეს ყველაფერი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ასტიმულირებს. 

ყველა სხვა პრეპარატი, ვიტამინები, რომლებიც გამოიყენება, სამწუხაროდ, არ არსებობს.“ - განაცხადა დავით თელიამ „პირად ექიმში“.