ალერგიული რინიტი ბავშვებში – როგორ დავეხმაროთ პატარებს?

ალერგიული რინიტი ბავშვებში – როგორ დავეხმაროთ პატარებს?

ალერგიული რინიტი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის იდენტიფიცირებაც მშობლებს ზოგჯერ უჭირთ და მის ნიშნებს უბრალო გაციებას მიაწერენ ხოლმე. არადა ზომების დროულად მიღება ბავშვების შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა პატარებს არა მხოლოდ დისკომფორტი და შემაწუხებელი სიმპტომები მოვუხსნათ, არამედ თავიდან ავაცილოთ გართულებები.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც ვისაუბრებთ ალერგიული რინიტის ამოცნობისა და მკურნალობის გზებზე.

რა არის ალერგიული რინიტი და რატომაა ის ბავშვებში გავრცელებული?

ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ალერგენები იწვევს. მათი ჩამონათვალი მრავალფეროვანია, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

სახლის მტვერი და ობი – მტვრის ნაწილაკები, პატარა მიკროორგანიზმები და ობი განსაკუთრებით ადვილად ხვდება ბავშვის ცხვირსა და თვალებში.
● ცხოველების ბეწვი – ბავშვებს ხშირად აქვთ კონტაქტი როგორც შინაურ კატებთან და ძაღლებთან, ისე გარე სივრცეებში არსებულ სხვადასხვა ცხოველთან.
მცენარეული მტვერი – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია, რის გამოც იზრდება ალერგიული რინიტის შემთხვევები.
ამ გამღიზიანებლებთან კონტაქტისას ალერგიული რინიტი ბავშვებში შესაძლოა უფრო მარტივად განვითარდეს, რადგან პატარები, ჯერ კიდევ სუსტი იმუნიტეტის გამო, უფრო მგრძნობიარენი არიან მათ მიმართ.

როგორ განვასხვაოთ ალერგიული რინიტი ჩვეულებრივი გაციებისგან?

ბავშვისთვის შემაწუხებელი სიმპტომების მოსახსნელად, აუცილებელია მშობელმა იცოდეს რასთან აქვს საქმე – ალერგიულ რინიტთან თუ სასუნთქი გზების ინფექციებთან. ამიტომ ქვემოთ განვიხილავთ ნიშნებს, რომლებიც მათ დიფერენცირებაში დაგვეხმარება. მაშ ასე, ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

ნორმალური ტემპერატურა – რინიტი, სასუნთქი ინფექციებისგან განსხვავებით, როგორც წესი, სიცხეს არ იწვევს.
● ცხვირიდან გამონადენი და ცრემლდენა დიდი ხნის განმავლობაში – გაციებისგან განსხვავებით, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე დღეში ქრება, ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
● თვალების ქავილი და ხშირი ფშვნეტა – ალერგიული რინიტის დროს ბავშვს ხშირად უჩნდება თვალების ფშვნეტის სურვილი, განსაკუთრებით თვალის კუთხეებში.
● ცხვირთან ქავილის შეგრძნება – ქავილის შეგრძნება თავს იჩენს ცხვირთანაც.
ამ სიმპტომების გარდა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ქცევის ცვლილებებსაც, ესენია:

ძილის დარღვევა – ღამით ხშირად გაღვიძება და ძილის დროს მძიმე სუნთქვა.
● უმიზეზო მოწყენილობა ან გაღიზიანება – დღის განმავლობაში ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, კარგავს ინტერესს კლასში ან თამაშის დროს.
● აქტივობებში ჩართულობის ნაკლებობა – შესაძლოა ბავშვი მოერიდოს ფიზიკურ აქტივობებს, რაც გაციების დროს უფრო იშვიათია.

თუ შენიშნეთ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები, რომლებიც დროთა განმავლობაში ძლიერდება და გრძელდება კვირაზე მეტ ხანს, აუცილებელია მიმართოთ პედიატრს ან ალერგოლოგს. ბავშვების შემთხვევაში პრობლემის დროულად ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
ალერგენების გავლენისა და მათგან გამოწვეული რეაქციის შემსუბუქება შესაძლებელია რამდენიმე მარტივი გზით, ესენია:

● ოთახების რეგულარული დალაგება და ნივთების მტვრისგან გასუფთავება – ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვის საძინებელს, სადაც, როგორც წესი, პატარა უფრო დიდ დროს ატარებს. დალაგების დროს რეკომენდებულია მტვერსასრუტის გამოყენება და სველი წესით დალაგება, რათა მტვრის ნაწილაკები ჰაერში არ გაიფანტოს.
ცხოველებთან შეხების შემდეგ ხელების დაბანა და სახლის დასუფთავება – თუ სახლში გყავთ კატა ან ძაღლი, აუცილებელია მათი ბეწვის რეგულარული მოწესრიგება, მათთან კონტაქტის დროს კი – ბავშვისთვის ხელების დაბანა.
● ფანჯრების დახურვა ალერგიების აქტიურ სეზონზე – როგორც აღვნიშნეთ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია იზრდება. ასეთ დროს რეკომენდებულია ფანჯრების დახურვა ან ჰაერის გამწმენდი მოწყობილობების გამოყენება. ჰაერის ფილტრები ხელს უწყობს ალერგენების შემცირებაას.
● ტექსტილისა და სათამაშოების რეგულარული გარეცხვა – ალერგენების გასანადგურებლად რბილი სათამაშოები, საბნები, პირსახოცები და ფარდები ხშირად გარეცხეთ ცხელი წყლით.

გარდა ამისა, ალერგიული რეაქციის სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატი კსივოზანი, რომელიც მეორე თაობის ანტიჰისტამინებს მიეკუთვნება და აქვს შედარებით ნაკლები სედატიური ეფექტი და გვერდითი მოვლენა.

მიუხედავად ამისა, სასურველია, მედიკამენტის მოხმარებამდე გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან ან ალერგოლოგთან.