VIDEO: ჯვრისწერის დღეს უძვირფასესი ხატი აჩუქა შვილის მკვლელს... - მამა შალვა კეკელიას მიერ ნაამბობი დაუჯერებელი ისტორია

მამა შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებაზე მრევლს საოცარი ისტორია უამბო.

ამ ამბის მოსმენისას გულგრილი ვერავინ დარჩება...

,,ერთხელ ასეთი რაღაც გამიკეთა ერთმა ქალბატონმა, საოცარი ქალი იყო. მას ერთადერთი შვილი მოუკლეს... სულ საკუთარ შვილს მამსგავსებდა, როგორც შვილს, ისე მეფერებოდა. 

ერთხელაც მეუბნება ასეთ რამეს, მამაო, გეხვეწებიო, ჩემს უახლოეს ადამიანს ჯვრისწერა აქვსო და მინდა, რომ ლამაზად ჩატარდეს მათი ჯვრისწერაო. ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო. დამიტოვა უძვირფასესი ხატიც და ეს ხატი გადაეცი ამ ადამიანს, ოღონდ, ჩემი სახელი არ ახსენოო. 

მართლაც, საოცრად ჩატარდა ეს ჯვრისწერა, გადავეცი ამ ადამიანს ხატი, ვერ დავმალე და ვუთხარი ვისგან იყო...

ეს სიტყვები როგორც კი ვახსენე, ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში და ატეხა ღრიალი: რატომ, რატომ ღმერთო?!

- იცით ეს ადამიანი ვინ იყო? - მისი შვილის მკვლელი... და მეუბნება იცით მე ვინ ვარო? - მე ის ვარ, მისი შვილი რომ მოვკალიო", - ჰყვება მამა შალვა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇