გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, "საქართველოს მელიორაციამ" ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.

ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის - ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

✕