სასულიერო პირი, რომელიც მოჩვენებასთან ერთად ცხოვრობდა - იდუმალებით მოცული სახლის ისტორია

მოჩვენენბი

იდუმალ სახლს და ხეივანს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ტურისტები ხშირად სტუმრობდნენ. ისტორიის შესახებ სიუჟეტი „იმედის დილამ“ მოამზადა.

იდუმალი სახლის ისტორია მე-14 საუკუნიდან იწყება, აქ მონასტერი მდებარეობდა, რომლის ნანგრევებზეც ქალაქის პასტორმა მე-19 საუკუნეში სახლი ააშენა. პასტორს 14 შვილი ჰყავდა და მისი ოჯახური იდილია ერთ დღეს მოჩვენების გამოცხადებით დაიწყო. სახლში მცხოვრები პირები ხშირად ხედავდნენ მუქ სამოსში გამოწყობილი ქალის ფიგურას, სახლში ხშირად მოულოდნელად ტყდებოდა ჭურჭელი, ნივთები გადაადგილდებოდა.

ლეგენდის თანახმად, ამისი მიზეზი სახლის ადგილზე მანამდე არსებული მონასტერი იყო, რომლის ერთ-ერთი მონაზონი მონასტრის კედელში ცოცხლად იყო ჩატანებული, სადაც ქალი წამებით მოკვდა. მიზეზი კი გადმოცემის თანახმად, მონაზონისა და მეზობლად მდებარე ეკლესიაში მოღვაწე ბერის სიყვარული იყო. მონაზონი დაფეხმძიმებულა, თუმცა შეყვარებულებს გაქცევა ვეღარ მოუსწრიათ და მონაზონი ასე სასტიკად დასაჯეს.

მონასტრის ადგილზე აშენებულ სახლში ოჯახების ბევრმა თაობამ იცხოვრა და ყველა მოჩვნების შესახებ ჰყვებოდა.

მოგვიანებით, სახლი დაიწვა და მის ერთ-ერთ კედელში ჩატანებული ქალის ცხედარი იპოვეს, ის ქრისტიანული წესით დაკრძალეს. თუმცა მოჩვენება ამის შემდეგაც დააფიქსირეს, ოღონდ ის ამჯერად თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი.