1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. საბჭომ ოფიციალურად აღიარა, რომ რუსეთმა საკუთარი ქმედებებით დაარღვია სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენცია.
უახლოეს კვირებში ორგანიზაციის საბჭო განიხილავს, თუ რა ფორმით უნდა აანაზღაუროს რუსეთმა მიყენებული ზიანი.
შეგახსენებთ, 2014 წლის ივლისში, დონბასში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მალაიზიის ავიახაზების რეისი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი პასუხისმგებლობას ამ დრომდე არ იღებს და ბრალს უკრაინას სდებს. რუსეთის ბრალი დაადგინა 2022 წელს ჰააგის სასამართლომაც.