ქორწილამდე 2 დღით ადრე მისი ცხედარი იპოვეს - პოლიციამ გოგონას საქმროს იდუმალი წარსულის შესახებ შეიტყო - ის მალევე დააკავეს

მკვლელობა

ქორწილამდე 2 დღე იყო დარჩენილი, როდესაც პოლიციამ მოლი უოტსონის ცხედარი იპოვა. ეს 2018 წლის აპრილში მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

უოტსონს სასიკვდილო ჭრილობა თავის უკანა ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.

როდესაც მომხდარის შესახებ პოლიციამ უოტსონის საქმროს, ჯეიმს ედის აცნობა - საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. 

ოფიცრებს კარი ედის მეუღლემ, მელანიმ გაუღო. სწორედ მაშინ გამჟღავნდა ჯეიმს ედის საიდუმლო ცხოვრების ისტორია. 

ედი უოტსონს ეუბნებოდა, რომ მეუღლეს, მელანის დიდი ხნის წინ გაშორდა.  მისივე თქმით, ქალი მოგვიანებით ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თუმცა, მელანი ცოცხალი იყო და მან უოტსონისა და მისი ქმრის რომანის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მან მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც პოლიციამ მათი სახლის კარზე დააკაკუნა. 

ედი პოლიციამ დააკავა, მას თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.