სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
1746078468
ახალ ბულვარში „აკვა-პარკი“-ს მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის პროექტი იწყება. პროექტის ლანდშაფტურ-არქიტექტურული კონცეფცია ითვალისწინებს 3 000 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის გამწვანებას, სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე-მცენარეების დარგვას, დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობას, ვიზიტორთა მოსასვენებელ ზონებს, სადაც განთავსდება თანამდროვე საბაღე ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელი საყვავილე პორტატული ქოთნები, საჩრდილობლები. ასევე, მოეწყობა დეკორატიული ფილებით საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი და განთავსდება საბაღე სკამები.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ახალი ბულვარის მწვანე სივრცეებს და ახალი მიზიდულობის ადგილს შექმნის.