ორი ქმრისა და ქალიშვილების მკვლელის შემზარავი საქმე - როგორ გაარკვია გამოძიებამ სასტიკი დანაშაულის დეტალები

ლენტა

ბელ განესი ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალის სახელითაა ცნობილი აშშ-ს ისტორიაში.მან მოკლა ორი ქმარი, საკუთარი ქალიშვილები, რამდენიმე თაყვანისმცემელი და რამდენიმე საყვარელი.

ბელ განესი, ერთი შეხედვით, მარტოხელა ქვრივს ჰგავდა, რომელიც 19-20 საუკუნეებში ცხოვრობდა. სინამდვილეში კი ქალი სერიული მკვლელი გახლდათ, რომელმაც, მინიმუმ, 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით კი, მის მსხვერპლთა რაოდენობა 40-მდე ადამიანსაც შეიძლება აღწევდეს.

განესი კარგად გაწერილი გეგმით მოქმედებდა. ორი ქმრის მკვლელობის შემდეგ, ქალმა ადგილობრივ გაზეთებში განცხადებები გამოაქვეყნა. ის ეძებდა მამაკაცებს, რომლებიც მის ფერმაში ინვესტიციას ჩადებდნენ. ამასთან ერთად, ხშირად აგზავნიდა განცხადებას გასაცნობ რუბრიკებშიც.

1908 წელს მისი ფერმა დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იქ იმყოფებოდა ბელ განესი, თუმცა, იმ დროს ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ქალმა გადარჩენა და გაქცევა მოახერხა.

ქალი 1859 წლის 11 ნოემბერს ნორვეგიაში დაიბადა. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გარკვეული მიზეზების გამო ის 1881 წელს ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი პირველი მსხვერპლი, მისი ქმარი გაიცნო. განესმა 1885 წელს მადს დიტლევ ანტონ სორენსონზე იქორწინა.

წყვილს ოთხი შვილი ეყოლა. აქედან ორი, სავარაუდოდ, მწვავე კოლიტით გარდაიცვალა, თუმცა, ამ დაავადების სიმპტომები ორივე შემთხვევაში ჰგავდა მოწამვლას.

1900 წლის 30 ივლისს სორენსონი მოულოდნელად ცერებრალური სისხლდენით გარდაიცვალა. ქალის თქმით, სორენსონი სახლში თავის ტკივილით დაბრუნდა, რის გამოც მან ქმარს წამალი მისცა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვა. საეჭვო გარემოებაა, რომ სწორედ ეს თარიღი წარმოადგენდა კაცის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის ბოლო დღესა და ახალი პოლისის პირველ დღეს. ქვრივმა ორივე პოლისიდან მიიღო თანხა, რისი გაკეთებაც მხოლოდ იმ კონკრეტულ დღეს შეეძლო.

განესმა ჩიკაგო თავის ორ ბიოლოგიურ და ერთ აყვანილ ქალიშვილთან - ჯენი ოლსენთან ერთად დატოვა და ინდიანაში გადავიდა, სადაც 48 ჰექტარი მიწა შეიძინა.

1902 წელს მან მეორედ, პიტერ განესზე იქორწინა, მოგვიანებით კი პიტერიც ტრაგიკულად გარდაიცვალა. ბელის თქმით, მას თაროდან გადმოვარდნილი ძეხვის საჭრელი მანქანა დაეცა თავში. გიუნესმა ამ შემთხვევაშიც მიიღო გარდაცვლილი ქმრის სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სრულად