„5 წელი შეყვარებულები ვიყავით...“ - ვინ არის სოსო ნებიერიძის უმშვენიერესი მეორე ნახევარი და რას ამბობს მოგზაური მასზე

სოსო ნებიერიძე

მსოფლიოს გარშემო მოგზაური სოსო ნებიერიძე თავისი შესანიშნავი ვიდეოებით ხშირად გვაოცებს, თუმცა, ბევრი არაფერია ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ჰყავს მეუღლე, მარიკა ჭკადუა და ორი შვილი. გოგონას მამა სულ ცოტა ხნის წინ გახდა. 

სოსო „უუთუბ“ გადაცემაში, „მარტოობის 15 წუთში“ ოჯახის ცხოვრების შესახებ საუბრობს.

„17 წლის ასაკში გავიცანი ჩემი ცოლი. 5 წელი შეყვარებულები ვიყავით. რთულ პერიოდში, სულ გვერდით მედგა და ძალიან მგულშემატკივრობდა. ჩემი სჯეროდა, რაც მთავარია... მე რომ „იუთუბერი“ ვარ და ჩემი ვიდეოები ძალიან მაგარია, მას დიდი წვლილი მიუძღვის. ჩემთვის, ჩემი ვიდეოები ძალიან მნიშვნელოვანია და თავად ვამონტაჟებ, რაღაც რომ არ ვიცი, ეს მომწონს/ არ მომწონს, ვიცი, მარიკას რომ ვკითხავ, ის პასუხი ჩემთვის მისაღებია. მაგ საკითხში სხვას არავის ვენდობი, ყოველთვის სწორ რაღაცებს მირჩევს.

არის ქვეყნები (უსაფრთხო) სადაც ერთად დავდივართ. ბოლოს, ეთიოპიაში ვიყავით. მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ საკმაოდ მოეწონა. ვიდეოც სხვანაირი გამოვიდა... 

უფროსი შვილი, 10 წლის, უკვე 15 ქვეყანაშია ნამყოფი. მოგზაურობა დიდად არ უყვარს, ფეხბურთით არის გატაცებული,“ - ამბობს სოსო ნებიერიძე.