გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
2012 წლის 5 ოქტომბერს უესტმინისტერში მცხოვრები 10 წლის ჯესიკა რიჯვეი სკოლაში მიდიოდა. როგორც წესი, გზად (სკოლასთან ახლო მდებარე პარკთან) გოგონა მეგობრებს ხვდებოდა ხოლმე. თუმცა, ამ დღეს ჯესიკას პარკამდე არ მიუღწევია. 5 ოქტომბრის მერე გოგონას კვალი დაიკარგა.
სკოლამ მშობლებს ჯესიკას გაუჩინარების შესახებ მაშინვე აცნობა. თუმცა, სკოლის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული შეტყობინება ჯესიკას დედამ დაგვიანებით ნახა.
გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ, პოლიციამ შარდით გაჟღენთილი ზურგჩანთა და სათვალე იპოვა, რომელიც ჯესიკას ეკუთვნოდა. 1 კვირის შემდეგ კი ჯესიკას დანაწევრებულ ცხედარს მიაგნო, რომელიც შავ ჩანთაში იდო. გოგონას სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
პოლიციამ მკვლელის ძებნა დაიწყო.
2012 წლის 23 ოქტომბერს, 17 წლის ვინმე ოსტინ სიგსის დედამ 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ მისმა შვილმა ჯესიკას მკვლელობა აღიარა. 911-ის მოგვიანებით თავად ოსტინიც დაელაპარაკა და ჯესიკას მკვლელობა დეტალურად აღწერა:
„ჩემი ჯიპით მივდიოდი, როდესაც ჯესიკა დავინახე - ადრე ის არასდროს მინახავს. მანქანაში ძალით ჩავსვი და უკანა სავარძელზე თოკით დავაბი. დავუბი ხელებიც. შემდეგ მასზე სექსუალურად ვიძალადე და მოვკალი".
პოლიციამ ოსტინს თავისუფლების 40 წლით აღკვეთა მიუსაჯა.