„პარი სენ-ჟერმენმა“ „არსენალი“ პარიზშიც დაამარცხა - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს

კვარა პსჟ

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.

პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).

ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.