1733256870
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან
შემოდგომის პირველი თვე ბევრი ადამიანისათვის განახლებისა და განსხვავებული მიზნების ჩამოყალიბების პერიოდი იქნება. თუმცა, ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებსაც მიმდინარე თვეში პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, სიახლეები ელის და შესაძლოა, ცხოვრების ნამდვილ სიყვარულსაც შეხვდნენ:
ვერძი
2023 წლის სექტემბერი თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი თვე აღმოჩნდება, როცა პირად ურთიერთობებში ბევრი საკითხის გარკვევას შეძლებთ. 29 სექტემბრის სავსე მთვარე სწორედ თქვენს ნიშანში იქნება. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას მთლიანად შეცვლის, ბედნიერებას მოგანიჭებთ და სასიამოვნო თავგადასავალსაც შეგიქმნით. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, რომ 29 სექტემბრისთვის უკვე ბევრი რამ გარკვეული გქონდეთ და სამომავლო ხედვაც ჩამოგიყალიბდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე თვე არსებული ურთიერთობებისთვისაც ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იქნება. ახლა შესაძლოა, საბოლოოდ დაასრულოთ რომანი, რომელიც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია, ან კიდევ პარტნიორთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, სთხოვოთ ცოლობა, დაგეგმოთ ნიშნობა, ან ქორწილი.
სასწორი
ცეცხლოვანი სავსე მთვარე, რომელიც ვერძის ნიშანში 29 სექტემბერს იქნება, თქვენი ურთიერთობების სექტორში აღმოჩნდება. გარდა ამისა, თქვენი მმართველი პლანეტა, ვენერა, მთელი თვის განმავლობაში ლომის ნიშანში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სექტემბერი თქვენთვის, ურთიერთობების თვალსაზრისით, ნამდვილად გამორჩეული და დატვირთული თვე იქნება. არსებულ ურთიერთობაში ბევრი რამ ცხადი გახდება და შესაძლოა, საბედისწერო გადაწყვეტილებაც მიიღოთ, თქვენი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშიროთ იმას, ვინც გიყვართ. ისინი კი, ვინ ურთიერთობაში არ არიან, შეიძლება, 29 სექტემბერს მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდნენ, რომელთან მეგობრობაც მალე ძალიან ძლიერ სიყვარულში გადაიზრდება და ბედნიერებას მოგანიჭებთ.
მშვილდოსანი
ვერძის ნიშანში სავსე მთვარე თქვენს სასიყვარულო სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში მრავალ თავგადასავალი და ბედნიერი დღე გელით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადამიანი სპორტდარბაზში, დღესასწაულზე, წვეულებაზე, რომელიმე ღონისძიებაზე გაიცნოთ და იმდენად დაახლოვდეთ, რომ მალე მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ნუ იტყვით უარს, მეგობრებთან ერთად გასეირნებაზე, სოციალურ აქტივობებში ჩართვაზე. შესაძლოა, სწორედ იქ იყოს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და კარგ დღეებს გაჩუქებთ.