„მათთვის ჰარმონიული დრო დაიწყება“ - ვინ არის მიმდინარე პერიოდის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი

რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური ბოლო ერთი თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომელსაც ბევრ რამეში გაუმართლებს.

„20 იანვარს (თბილისის დროით 18:07 საათზე), მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 19 თებერვლამდე დარჩება.

ამ პერიოდში ინტენსიური და დაძაბული იქნება: 20-26, 31-3, 8-10, 14-15 რიცხვები.

დანარჩენი დღეები შედარებით დადებითი და ჰარმონიული უნდა გამოდგეს.

5 თებერვალიდან მერწყულში მერკურიც გადავა და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თავისუფლების, დამოუკიდებლობის განცდას, ასევე მოვლენების განსხვავებულად და არასტანდარტულად დანახვის უნარს, საკუთარი შესაძლებლობების ორიგინალურად გამოვლენის შესაძლებლობას.

ბუნებრივია, 20.01 - 19.02 პერიოდი ზოგადად, სასიკეთო იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დაიწყება მათთვის შედარებით ერთთვიანი ჰარმონიული პერიოდი.

ასე რომ, გილოცავთ მერწყულებს!“,- წერს რამაზ გიგაური.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ჩვენი დღეები დათვლილია... ან ახლა, ან არასდროს“ - შალვა ამონაშვილის რჩევები

რა გელით უქმეებზე - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

VIDEO: „მოვინათლეთ, ოღონდ საოცრება უნდა ვთქვა...“ - ლენუკა ყიფშიძე