მაისის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგია

მაისის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
ბუნებით ცეცხლოვანი და ენერგიული ვერძისთვის მაისი ის თვეა, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კარიერაზე მიდგება.
ვერძი სავსეა კრეატიული გადაწყვეტილებებითა და იდეებით, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს მისი კარიერა უკეთესობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერძმა სამსახურში შეიძლება დროდადრო შეამციროს ინტენსივობა, ახლა არ არის ის დრო, როცა პასიურობა და გაჩუმება მართებთ.
ვერძებო გააზიარეთ თქვენი გენიალური აზრები კოლეგებთან და ელოდეთ ახალ შესაძლებლობებს.

მაისი ასევე კარგი დროა სამსახურში თქვენი ანაზღაურების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად, ამ თვეში უფრო დამაჯერებელი ხართ, ვიდრე ოდესმე. მოუსმინეთ თქვენს გულს და ნუ შეგეშინდებათ ბევრი ფიქრის და დიდი გადაწყვეტილებების!

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
კუროებო ახლა თქვენი დაბადების დღეა და თუ გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სპა მკურნალობა თუ ძვირად ღირებული სალონი, რასაც  კომფორტის და ფუფუნების მოყვარული კურო ისედაც საუკეთესოდ აკეთებს.
ჩათვალეთ მაისი თქვენი პიროვნული განახლების სეზონად, როცა შეგიძლიათ ყველაფერს გულდასმით გადახედოთ და გამოამჟღავნოთ თქვენი ნამდვილი „მე“.
ეს ასევე კარგი დროა მომავალი წლის მიზნებისთვის. თქვენ გაქვთ დიდი ოცნებები მომავლის შესახებ და, მოდით ვიყოთ რეალური, თქვენ გჭირდებათ დიდი ბიუჯეტი თქვენი ოცნებებისთვის.

გამოიყენეთ მაისი იმისთვის, რომ ჩართოთ ყველაფერი, რაც გეხმარებათ საკუთარი თავის კონცენტრირებაში, რათა თვის ბოლოს იგრძნოთ ხელახლა ფოკუსირება და მზად იყოთ თქვენი ცხოვრების შემდეგი საინტერესო და უკეთესი სეზონისთვის.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპებო, თქვენი სეზონი ახლოს არის, მაგრამ სანამ დაბადების დღის ზეიმს მიაღწევთ, ერთი წუთით დარჩით მარტო თქვენს ფიქრებთან.
თუ გსურთ, რომ 2024 წელი იყოს უხვი, ამაღელვებელი და შესაძლებლობებით სავსე, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ცხოვრებაზე და განსაკუთრებით კარიერაზე.

ამ თვეში უფრო მეტად იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. უყურეთ სილამაზის შოუებს, გაიკეთეთ სახის ნიღბები და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, დაისვენოთ. ნუ იქნებით ყოველთვის აქტიური და „ჩართული“, თქვენ ასევე იმსახურებთ მშვიდ დასვენებას.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებო, დროა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდეთ. მაისი ხაზს უსვამს თქვენს საჯარო პერსონას, ამიტომ დარწმუნდით, რომ მიზანმიმართულად იქცევით.

დიდი ამბიციები გაქვთ სამსახურში და პირად ცხოვრებაში და ეს თქვენი ბრწყინვალების მომენტია, თქვენ ეს ძალიან კარგად გამოგდით.
მაისი შესანიშნავი დროა დაიწყოთ პოპ ვარსკვლავის კარიერა, გახსნათ ბრენდირებული მაღაზია ან გააკეთოთ განაცხადი ახალ ბინაზე.

ახალი შესაძლებლობები ახლოსაა; თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ისინი და განახორციელეთ თქვენი ოცნებები - ის თქვენს ხელშია.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომებო, ამ თვეში ახალ ეტაპზე გადადიხართ - ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი ცხოვრება, ისე სამსახურებრივი ურთიერთობები. შესაძლოა, ამ თვეში უფრო მზრუნველი იყოთ და ვარსკვლავები მოგიწოდებენ იმუშაოთ უფრო მეტად გარშემომყოფების მხარდასაჭერად, ვიდრე საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც ეს თქვენი ბუნებაა. პრიორიტეტების და დინამიკის შეცვლა დაგეხმარებათ პიროვნულ ზრდაში.

მთლიანობაში, მაისის თვე გადამწყვეტია ცხოვრებაში თქვენი როლის განსაზღვრასა და საზოგადოებაში შესაფერისი ადგილის დამკვიდრებაში.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ეს თვე თქვენთვის ძიების თვეა ქალწულებო, ამიტომ წადით და მოიარეთ სამყარო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ გაქვთ თავისუფალი დრო სამსახურიდან, დაზოგეთ სახსრები და განიხილეთ სპონტანური მოგზაურობა თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. თქვენ ხართ დამგეგმავი და მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგად გეხმარებათ ბევრ სცენარში, ზოგჯერ მნიშვნელოვანია, უარი თქვათ დაგეგმილ მარშრუტებზე და უბრალოდ იცხოვროთ იმ მომენტით და სპონტანური ნაბიჯებით.

თუმცა, მოგზაურობაში იმდენი დრო არ დახარჯოთ, რომ დაგავიწყდეთ პირადი ცხოვრება. ყველაზე დიდ სარგებელს მაშინ მიიღებთ, თუ შეძლებთ ბალანსის პოვნას პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორებო, თქვენ იცით, რომ ცხოვრება არის წონასწორობა - ეს ფაქტობრივად თქვენი ასტროლოგიური ნიშნის ერთ-ერთი სიმბოლოა. ამ თვეში თქვენი გამოწვევაა

ანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და ბალანსის პოვნა თქვენს ურთიერთობებში, როგორც სამსახურში, ასევე სახლში.

თუ რამე კარგად არ გამოგდით, არ ითაკილოთ დახმარების თხოვნა კოლეგებისგან, ასე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მაისი მორიელისთვის დიდი თვეა. თუ მაისამდე ჩართული იყავით ათას საქმეში, მაისი მშვიდი დასვენებისთვის გამოიყენეთ. შეამოწმეთ საახალწლო გადაწყვეტილებების სია და დარწმუნდით, რომ მიაღწიეთ ყველა იმ დიდ მიზანს, რომელიც დაუსახეთ საკუთარ თავს. ეს ემოცია ახალი ენერგიით აგავსებთ და თქვენ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ, თუმცა მაისი მაინც ის თვეა, რომელიც განტვირთვისა და შესვენებისთვის უნდა გამოიყენოთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის დასაწყისი ნამდვილად სახალისო იყო თქვენთვის, ეს თვე არის დასვენების დრო თქვენს სოციალურ ცხოვრებაში. მშვილდოსნებს გიყვართ იცხოვროთ ლაღად და საინტერესოდ - გვიანი ღამეების გატარება ქეიფში და დილით ადრე სირბილი მეგობრებთან ერთად, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ გადაიწვებით.

ამ თვეში ახალი მთვარე ხაზს უსვამს თქვენს ყოველდღიურ რუტინას და გიბიძგებთ გადახედოთ თქვენს განრიგს. გააკეთეთ დროის კარგი მენეჯმენტი და აუცილებლად მიაღწევთ იმდენს, რამდენსაც აკეთებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქისთვის მაისი საკუთარი თავისთვის სიყვარულის და ყურადღების დაბრუნების თვეა. დაგეგმეთ სპა დღე, დასვენება ან ვახშამი იმ ლამაზ რესტორანში, რომლის ნახვასაც დიდი ხანია აპირებდით. ფოკუსირდით საკუთარ თავზე და იზრუნეთ განტვირთვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ შრომისმოყვარეობა მნიშვნელოვანია და მას მოაქვს წარმატება, არ დაგავიწყდეთ შეანელოთ და დატკბეთ თქვენი შრომის ნაყოფით.

მაისი კარგი თვეა ახალი სამსახურისთვის. დამსაქმებლები აუცილებლად დააფასებენ თქვენს ენთუზიაზმს და დაწინაურებასაც გამოკრავთ ხელს. საერთო ჯამში, ეს თვე ეხება პირადი ცხოვრების და სამსახურის საქმეების დაბალანსებას და საბედნიეროდ, თქვენ მზად ხართ ამ ამოცანის შესასრულებლად!

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულებო, თქვენ დიდი ტრანსფორმაციის ზღვარზე ხართ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პლუტონი (პლანეტა, რომელსაც მოაქვს ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში), პირდაპირ თქვენს ნიშანშია, რაც ამ თვეს თქვენთვის მნიშვნელოვანს ხდის. ეს შეიძლება მერწყულებისთვის ხელახალი დაბადება იყოს;

ულდასმით დაფიქრდით - თქვენი ცხოვრება შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ მიზნებს? ან სხვისი ოცნებების დევნით ხომ არ იღლებით?
ფართოდ გაახილეთ თვალები იმისკენ, რაც თქვენს წინაშეა და შეიტანეთ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აუცილებელია თქვენი პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის. შესაძლებელია ამ თვეში მეტი დრო გაატაროთ სახლში და ეს სავსებით კარგია თქვენი მომავალი მიზნებისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
მიუხედავად იმისა, რომ ფული, როგორც წესი, არ არის თქვენთვის მოტივაციური ფაქტორი, ფინანსების საკითხი ამ თვეში რთულადაა. დროა გადახედოთ ბიუჯეტს და შეცვალოთ გარკვეული კორექტივები - შესაძლოა თქვენი გადასახადები მეტისმეტად დიდი იყოს.

სატურნი, დისციპლინის პლანეტა, ამ თვეში თქვენს ნიშანშია, ამიტომ შესანიშნავი დროა თქვენი მიზნებისკენ დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. მოითხოვეთ ანაზღაურება, რომელსაც იცით, რომ იმსახურებთ, ან ინვესტიცია ჩადეთ იმ საქმეში, რომელიც დაგეხმარებათ უნარების სწავლაში და კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაში. პასუხები ნათელი იქნება, თევზებო; თქვენ უბრალოდ უნდა ჩადოთ სამუშაო, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. სატურნის დახმარებით თქვენ დიდ გამარჯვებას დაიმსახურებთ.