17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. ბრმად არ მიიღოთ გადაწყვეტილება. კარგი დღეა, თუ ემოციებს გააკონტროლებთ.

კურო

კარგია დღე შემეცნებისა და განვითარებისთვის, ცოდნის ამაღლებისთვის, მშვიდად გააანალიზეთ მიმდინარე პროცესები.

ტყუპები

შემოქმედებითად სასიკეთო პერიოდია. გამოიყენეთ ახალი მიდგომები, რათა უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი საქმიანობა.

კირჩხიბი

ახლა, კარგი იქნება, თუ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას მეტ დროს დაუთმობთ. ნუ შეეცდებით, მკვეთრად შეცვალოთ რამე. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები კომფორტის შესაქმნელად.

ლომი

აქტიურობა და მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა დიდი ენერგიის ხარჯვა დაგჭირდებათ.

ქალწული

დღეს, სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს ნუ წამოიწყებთ, შესაძლოა, არასასიამოვნო მოულოდნელობამ იჩინოს თავი.

სასწორი

დღეს, დაგეგმილი საქმეები, სამომავლოდ საკმაოდ კარგ შედეგს გამოიღებს. ახლა ეცადეთ, ყველაფერი გონივრულად გათვალოთ.

მორიელი

შესაძლოა, ადრე ჩაფიქრებული გეგმა სწორედ დღეს განახორციელოთ, შექმნილი გარემოება ამის შესაძლებლობას მოგცემთ.

მშვილდოსანი

შეცვალეთ ცხოვრების სტილი, იზრუნეთ სასიცოცხლო ძალებისა და ენერგეტიკის ამაღლებაზე.

თხის რქა

იმოქმედეთ გახსნილად და პირდაპირ, ახლა შეგიძლიათ,  ძალების დემონსტრირებაც მოახდინოთ, წარმატება თქვენს მხარესაა.

მერწყული

დღეს, მიხვდებით, რომ დახარჯულ დროსა და ენერგიას ამაოდ არ ჩაუვლია, შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

თევზები

მდგომარეობა თანდათან გამოკეთდება, ნელ-ნელა ენერგიის მატებასაც იგრძნობთ, მთავარია, არ აჰყვეთ ნეგატიურ, მაცდუნებელ უსიამოვნო ფიქრებს და ყველაფერი კარგად იქნება.