ეს დღე ეპოქის სიმბოლოდ იქცევა - მზე, მერკური, ვენერა, მარსი და პლუტონი "კოლექტიურ გონებას" შექმნიან
1770065221
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილ ჩართულობასა და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელი სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო.