გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ეროვნული გამოცდები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის ისტორია, ხოლო 17 000-მდე აბიტურიენტმა მათემატიკა აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;

გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.