საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიწვევით, ქალაქ სიამენში გამართულ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში - CIFIT 2026 მიიღო მონაწილეობა.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საფინანსო სექტორის გამოფენა, რომელზეც ჩინეთის უმსხვილესი ბანკები იყვნენ წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოფენას, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ათი ქართული კომერციული ბანკი დაესწრო.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
გამოფენაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.
სიამენში გამართულმა ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენამ - CIFIT 2026 წელს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლებსა და მაღალი დონის დელეგაციებს მოუყარა თავი.