ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და იმ მსესხებლების დამატებითი დაცვის მიზნით, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხის აღების ზღვარი 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის თქმით, ცვლილება შეეხება როგორც იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
„ლარიზაციის ტენდენციებს სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ უცხოური ვალუტის გარკვეულ სეგმენტებში სესხები კვლავ გაიცემა რისკებისგან დაუცველმსესხებლებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გავზარდოთ ზღვარი რისკებისგან დაუცველი მსესხებლებისთვის. ამით დამატებით დავიცავთ როგორც ამ სეგმენტში არსებულ იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე შეფასდასაბანკო სექტორის მდგომარეობა და კომიტეტის გადაწყვეტილებით კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელი დარჩა. მან ხაზი გაუსვა, რომსექტორი მდგრადია, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა,საკრედიტო ზრდა კი თანაზომიერია ეკონომიკურ აქტივობასთან.
„საბანკო სექტორი არის მდგრადი, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერი, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა. საკრედიტო ზრდაც მეტ-ნაკლებად თანაზომიერია ეკონომიკური აქტივობის. შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის ან სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე არ ყოფილა“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კვლავ დააკვირდება დოლარიზაციის ტენდენციებს და იმედოვნებს, რომ ფინანსური დოლარიზაციის შემცირების პროცესი სტაბილურად გაგრძელდება.