ყველას არ აქვს ის სიამოვნება, იტალიაში მესაზღვრე რომ მოგაძახებს Tutti Kvaratskhelia- იაო! - იზა ომაძე ხვიჩას წარმატებას ეხმიანება

იზა ომაძე ხვიჩას წარმატებაზე

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„იტალიის, ნეაპოლის, ჩვენი ქვეყნის, თვითეული ოჯახის და ყველას გულის ჩემპიონია ოქროს ბიჭი♥️🙏😇

ასე ერთიანი და ასე გახარებული კიდევ მრავალჯერ ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა🙏🙏🙏

წარმატების გზაზე გევლოს ხვიჩა კვარაცხელია მთელი ცხოვრება🙏✨😇

მადლობა❤️ Forza Napoli 💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙

P.S. ყველას არ აქვს ის სიამოვნება😊😊 სასაზღვრო პუნქტზე პასპორტს რომ აჩვენებ იტალიაში და მესაზღვრე რომ მოგაძახებს 5 პასპორტის მერე Tutti Kvaratskhelia- იაო!🥰🥰🥰

იმრავლოს კვარაცხელიას გვარმა“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

სოციალურ ქსელში  ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ გაჩემპიონების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა.