PHOTO: „თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე...“ - რა ფოტო ვრცელდება თურქეთიდან

დათო ევგენიძე და გიორგი მახარაშვილი

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.

დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია, სოციალური ქსელით გიორგი მახარაშვილს და მის მეუღლეს ლელა მიქაძეს მადლობას უხდის, რადგან „დათოს სიცოცხლე აჩუქეს“.

„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე…. მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად…. თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ ეს სასწაული, რომ გააკეთეთ, მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ…..“, – წერს ნინო ევგენიძე.

რამდენიმე საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გიორგი მახარაშვილი ფეისბუქზე თავის პირველ კომენტარს წერს:

მაგრად ვართ. წვერი გაპარსეს და ჯერ არ იცის. მიყვარხარ, ძმიუს!

რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს დათო ევგენიძე და გიორგი მახარაშვილი სპეციალურად იზოლირებულ ფართში. ფოტო ოპერაციამდეა გადაღებული.

გუშინ სტამბულში დათო ევგენიძეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. მუსიკოსის დონორი მომღერალი, გიორგი მახარაშვილია. დათო გიორგის ვაჟის ნათლიაა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.