ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მახარაშვილი პირველ მიმართვას ავრცელებს

გიორგი და დათო

მუსიკოსის, დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია კლინიკიდან ინფორმაციას ავრცელებს. ოჯახის ცნობით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე.... მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად... თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ...“ - წერს  ნინო ჟვანია.

რამდენიმე საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გიორგი მახარაშვილი ფეისბუქზე თავის პირველ კომენტარს წერს:

მაგრად ვართ. წვერი გაპარსეს და ჯერ არ იცის. მიყვარხარ, ძმიუს!

გუშინ სტამბულში დათო ევგენიძეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. მუსიკოსის დონორი მომღერალი, გიორგი მახარაშვილია. დათო გიორგის ვაჟის ნათლიაა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.