„გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.." - მარიამ შარმანაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მარიამ შრმანაშვილი

 ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილისოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი მეუღლე, კარლო პონტი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა:

„ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო. გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. როდესაც კარლო საქართველოში ჩამოვიდა, ტაქსისტმა, რა დისტანციაზეც ჩემთვის, მაქსიმუმ, 80-100 ლარი გამოურთმევიათ, კარლოს 100 დოლარი გამოართვეს. მინდა მივმართო იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც უცხოელებთან აქვთ შეხება - ძალიან მაგრად "ტეხავს", როდესაც გგონიათ, რომ უცხოელებმა ან ტარიფი არ იციან ან მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. ამჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ სამომავლოდ თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, აუცილებლად გავასაჯაროებ. ეს იყოს გაფრთხილება.

არ ვიცი, სახელმწიფოს მხრიდანაც ეს თემა რატომ არ რეგულირდება. ასეთი არაადეკვატური თანხის გამორთმევის შემდეგ, უნდა ჯარიმდებოდნენ ეს ადამიანები. პირველ რიგში, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად შეიძლება, ექცეოდნენ ტაქსის მძღოლები უცხოელ მოქალაქეებს. ამ თემაზე გაზიარება იმიტომ მოვინდომე, რომ ვიმედოვნებ, შემთხვევის გაზიარების შემდეგ, იქნებ, ან რეგულაცია დაწესდეს ან იქნებ, შერცხვეთ ამ ადამიანებს ასეთი თაღლითობის და აღარ გააკეთონ".