ირანის გემების წინააღმდეგ ბლოკადას აღვადგენთ, ყველა დანარჩენ ქვეყანას ჰორმუზის სრუტის გამოყენება შეეძლება - დონალდ ტრამპი​

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში ირანის გემების წინააღმდეგ ბლოკადას აღადგენს, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის სრუტე ღია და თავისუფალი დარჩება.

„ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღია დარჩება, ირანთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის მხოლოდ ირანის გემებისა და მომხმარებლების სრუტეში შესვლა-გასვლას აჩერებს. ყველა დანარჩენ ქვეყანას სრუტის სამართლიანი და თავისუფალი გამოყენება შეეძლება“, – აღნიშნულია  დონალდ ტრამპის განცხადებაში.

ტრამპის თქმით, აშშ ამიერიდან ცნობილი იქნება, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, თუმცა სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს სამუშაო, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება გადაზიდული ტვირთის ღირებულების 20 პროცენტის ოდენობით.