შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის და ვაკის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის, ზიჩის, რჩეულიშვილის, ჟვანიას, გუნიას, გოგებაშვილის, ჩხეიძის, შევჩენკოს, გალის, თერგის,
კეკელიძის, ჟორდანიას, ლარსის, ზუბალაშვილების, კოტეტიშვილის, ბაშალეიშვილის, შენგელიას, შანიძის, აბაკელიას, პეტრიაშვილის, გოგაშენის, ბარნოვის, ბესიკის და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

✕