1762176240
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
                                                                გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,11 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, არანისი, ფიტავი, თანდილაანთკარი, პავლეური და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.
                                                    
                                                    
                                                    
                                                    
                                                    
                                                    








