იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა შესაძლოა, პარკირების ადგილები გაუქმდეს

parkingi

შესაძლოა, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა,- ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს იმდენი პარკირების ადგილი ექნება, რამდენი ავტომობილის გატარების უნარი გააჩნია ქალაქს.

“პარკირების არეალის განსაზღვრა ისე არ ხდება, რომ სადღაც გაიზარდოს ან სადღაც შემცირდეს. ურბანული სივრცე თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. რაც შეეხება პარკირების ადგილებს და რაოდენობას, პარკირება არის საგზაო მოძრაობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი. დედაქალაქში გვაქვს იმდენი საპარკინგე არეალი, რამდენის გატარებაც იმ კონკრეტულ არეალს შეუძლია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ზონალურ-საათობრივი პარკირებაც და შესაძლოა, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა. რამდენჯერმე გავიმეორე და ახლაც ვამბობ, რომ პარკირება არის ერთ-ერთი მართვის მექანიზმი და შესაძლოა, რომ პარკირებაც შეიზღუდოს და რიგ შემთხვევებში შეიძლება ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდოს, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს, ან მხოლოდ ქვეითისთვის. ეს პოლიტიკის ნაწილია. ეს გაცხადებული იყო თავიდანვე. რა თქმა უნდა, ჩვენ იმდენი პარკირების ადგილი გვექნება, რამდენი ავტომობილის გატარების უნარი გააჩნია ქალაქს“,-განაცხადა წილოსანმა.