1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
,,23 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მეფრინველეთა ქ. III შესახვევში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მარტის 15:00 საათიდან - 24 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონი:
ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელის, კამოს (ტყემალაძე) და მეფრინველეობის ქუჩებს თავის შესახვევებით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.