დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებზე და როგორ აეწყობა ნაძვის ხე

კალაძე

„საახალწლო განათებაზე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში უთხრეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ილუმინაციები შესაძლოა, ქუჩების მიხედვით შეიცვალოს.

„კონკრეტული სანათები შარშან თუ ვაკეში იყო, შეიძლება სხვა ქუჩაზე ვიხილოთ. ახალი სანათები შეძენილი არ არის.

ნაძვის ხეს არც არაფერი ემატება და არც აკლდება. ნაძვის ხე იძლევა  შესაძლებლობას, აწყობის ტიპი შევცვალოთ და შესაბამისად, წელს განსხვავებული იყოს.

დეკემბრის შუა რიცხვებში აინთება და ამავე დღეს, ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციები მთელ ქალაქში.

მერია აუცილებლად დააანონსებს და წინასწარ იტყვის, როდის ჩაირთვება საახალწლო განათებები.“ – გვითხრეს მერიაში.

შეიძლება ითქვას, რომ წელს თბილისის მერია საახალწლო განათება არაფერი დაუჯდება. თანხა დაიხარჯება მხოლოდ შემოქმედებით ღონისძიებებში, რომელიც 23 დეკემბრიდან დაიწყება და  14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“. – გვითხრეს მერიაში.