ჩუღურეთში ამხანაგობების პროექტების განხორციელდება გრძელდება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მამარდაშვილის N3-ში არსებულ ეზოში, სადარბაზოში 3 სამგზავრო ლიფტის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს.პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბაქანიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 23 000 ლარია.